სსიპ. ალექსი
ბერაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბუკნარის
საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის
მარინა გოგიშვილის
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
საგანი-მათემატიკა
პედაგოგი-მარინა გოგიშვილი
კლასი- IV
მოსწავლეთა
პროფილი- კლასში 12 მოსწავლეა,
არ არიან სპეციალური საჭიროებების მქონენი.
თარიღი: 04/06/2019
გაკვეთილის
ხანგრძლივობა- 45 წუთი
გაკვეთილის თემა
|
სხვადასხვა
სახის ამოცანების ამოხსნა .(ფულის ოდენობების შეკრება და გამოკლება, ამოცანების
ზედმეტი მოცემულობით, ამოცანები ნაკლული მონაცემებით)
|
გაკვეთილის მიზანი
|
გამოიყენონ მათთვის შექმნილი ინოვაციური რესურსი - „რეალობაში გაცოცხლებული
მათემატიკური ამოცანები“.
|
მოსალოდნელი შედეგები
|
·
მოსწავლეები
შეძლებენ ამოცანების ამოხსნისათვის საჭირო სტრატეგიების შერჩევას და ამოხსნიან ამოცანებს სხვადასხვა სახის , გამოიყენებენ ინოვაციურ რესურსს.
|
ესგ-ით მისაღწევი
შედეგები
|
მათIV..7. მარტივი მათემატიკური ამოცანის
ამოხსნისას ადგენს და იყენებს ალგებრულ გამოსახულებას.
შედეგი თვალსაჩინოა , თუ მოსწავლე
. ხსნის მარტივ ,პროპორციულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ ამოცანებს
. რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის მოსაძებნად იყენებს
შეკრებისა და გამრავლების კომუნტაციურობას
. რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის მოსაძებნად
იყენებს შეკრებისა და გამრავლების კომუნიტაციურობას, ასოციაცურობას და შეკრების მიმართ
გამრავლების დისტრიბუციულობას.
. პოულობს შეკრების, გამოლლების, გამრავლების, გაყოფის
შემცვლელ ტოლობის უცნობი
კომპონენტის მნიშვნელობას.
. ამოცანის ამოხსნისას განასხვავებს საჭირო და ზედმეტ მონაცემებს.
|
აქტუალობა
|
ეს გაკვეთილი აქტუალურია, რადგან წარმოადგენს ინოვაციურ გაკვეთილს. მოსწავლეები
გამოიყენებენ მათთვის შექმნილ ელექრტონული რესურსს,რომელშიც წარმოდგენილია -რეალურ სივრცეში გაცოცხლებული ამოცანები. მარტივად,თვალსაჩინოდ და მრავალფეროვნად მიწოდებული
ამოცანის პირობა მოსწავლეებს საშუალებას
მისცემს ამოხსნას სხვადასხვა სახის ამოცანები გამოიყენონ
სხვადასხვა სტრატეგიები.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
I ფაზა
·
აქტივობა 1.
(2წთ) ,(დანართი 1) მოწესრიგება,დასწრების
აღრიცხვა, გაკვეთილის თემის,მიზნისა შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
·
აქტივობა
2. (3წთ), (დანართი 2) გონებრივი იერიში-ფრონტალური
კითხვები:
1.რა
სახის ამოცანებს ვიცნობთ?
2.რა გზებს
ვიყენებთ ამოცანების ამოოხსნისას?
3.როგორ
გამოსახულებას ეწოდება რიცხვითი გამოსახულება?
მოსწავლეები წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით საუბრობენ, თუ
რა ინფორმაციას ფლობენ რიცხვითი გამოსახულებების
შესახებ. მოჰყავთ მაგალითები და უზიარებენ ერთმანეთს ცოდნას მათი წაკითხვისა და ჩაწერის
შესახებ.
·
აქტივობა:
3 . 2(წთ), (დანართი3)
პროვოცირება:
„სად შეიძლება
იქნას გამოყენებული რიცხვითი გამოსახულებები?“( ახალი მასალისათვის
შემზადება) მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს
რა შემთხვევაში შეიძლება დასჭირდეთ რიცხვითი
გამოსახულებები...
·
აქტივობა 4.
(3წთ), (ელექტრონული , დანართი 4)
ასოციაციური რუკა:
მოსწავლეები შეავსებენ მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ
ასოციაციურ რუკას და ისაუბრებენ ამოცანის შემადგენელ კომპონენტებსა და მათ მნიშვნელობაზე,რომ ამოცანა შედგება პირობა,კითხვა,ამოხსნა და პასუხისაგან.
II
ფაზა
·
აქტივობა 5.
(8 წთ) ,(დანართი 5)
რეალობაში გაცოცხლებული მათემატიკური ამოცანების შეთავაზება.
მასწავლებელი
წარმოდგენილი 3 ამოცანის
განხილვის საფუძველზე გააცნობს მოსწავლეებს ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა
ხერხს. მოსწავლეები მათთვის შექმნილი ელექტრონული რესურსის გამოყენებით გაიაზრებენ
ამოცანის პირობას, შეკითხვებს და შემდგომ
გამოთქვამენ ვარაუდებს, ამოცანების ამოხსნისათვის საჭირო ხერხებზე,სტრატეგიების
შერჩევაზე და მოახდენენ ანალიზს.
ამოცანა1.წიგნების მაღაზიამ ერთ დღეს 3945 წიგნი
გაყიდა, მერე დღეს 2037 , მესამე დღეს 3023, რამდენი წიგნი გაყიდა მაღაზიამ სამივე დღეს. რომელ დღეს გაიყიდა ყველაზე მეტი და რამდენი?
ამოცანა
2. გია
152 სმ სიმაღლისაა, მაკა 155სმ, ლევანი 162 სმ სიმაღლის. რამდენი სანტიმეტრით მაღალია ლევანი გიაზე?( რა მონაცემია
ზედმეტი)
ამოცანა 3. ორი რვეულის ღირებულება 10 ლარია
ანამმ ერთი წიგნი და ერთი რვეული
იყიდა, რვეულში გადაიხადა 5 ლარი, რა თანხა დახარჯა ანამ. ( მიუთითეთ რა ინფორმაციას დაამატებდით)
აქტივობა 6. (20 წთ) ,(დანართი 6)
ჯგუფური მუშაობა,პრეზენტაცია.
ჯგუფები
შერჩეულია შემთხვევითობის პრინციპით, ფერადი ჩხირების გამოყენებით
ჯგუფებს ურიგდებათ
განსხვავებული დავალების ბარათები და მიეცემათ მკაფიო ინსტრუქცია ჯგუფში მუშაობის წესებსა და დავალების
არსზე.
1.ვატომ მაისურში 21 ლარი და 80 თეთრი გადაიხადა, ლევანმა 5 ლარით მეტი . რა თანხა გადაიხადა ლევანმა? ( გვ.25. N 17. 2 ნაწ)
2. 47 ლარსა
და 52 თეთრს გამოაკელით 35 ლარი და 85 თეთრი ( გვ 25. N 14.მე- 2 ნაწ)
3. ერთი ფანქარი 20 თეთრი
ღირს , ერთი რვეული 40 თეთრი, ერთი წიგნი 6 ლარი 50 თეთრი . ეკას 20 ლარი აქვს ეყოფა თუ არა ეს თანხა რვეულისა
და 3 წიგნის საყიდლად? ( გვ.83. N 7. ნაწ.
მე-3).?
მოსწავლეები
მოახდენენ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას.
4. პაატას 438 ლარი აქვს, ნიკას - 6 ჯერ ნაკლები. ნიკას
თანხა პაატას თანხაზე 365 ლარით ნაკლებია.რა თანხა აქვს ნიკას ? ( გვ.83 N 8, ნაწილი მე - 3)
5.ამერიკელმა
სპორტსმენმა ორტერმა ოთხ ოლიმპიადაზე მოიპოვა
ოქროს მედალი ბადროს ტყორცნაში. პირველი ოლიმპიადა , რომელშიც მან გაიმარჯვა,
1956 წელს გაიმართა. რომელ წელს ჩატარდა ბოლო ოლიმპიადა , რომელზეც ორტერმა გაიმარჯვა?
( გვ. 16 ; N 9; მე - 4 ნაწილი )
6.
სანდროს ორი ძმა ჰყავს - ზურიკო, რომელიც სანდროზე 4 წლით უფროსია , და გიორგი, რომელიც
სანდროზე 5 წლით უმცროსია. რამდენი წლისაა გიორგი? ( გვ. 16; N10; მე-4 ნაწილი)
მოსწავლეები
მოახდენენ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას
III ფაზა
აქტივობა
7. ( 5 წთ) ,(დანართი 7)
გაკვეთილის
რეფლექსია
·
მასწავლებლის უკუკავშირი.
·
მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების, გასასვლელ ბარათებს.აფასებენ
ჯგუფის მუშაობას, საკუთარ წვლილს
მუშაობისას და აკეთებენ დასკვნას.
მოხდება აზრთა გაზიარება. მოსწავლეები
გააკეთებენ მიღებული მასალის ანალიზს.
აქტივობა 8 (2წთ), (დანართი 8)
საშინაო
დავალების მიცემა.
|
კლასის ორგანიზების
ფორმა
|
ჯგუფური
|
შეფასება და თვითშეფასება
|
მასწავლებლის განმავითარებელი შეფასება ხდება
მთელი გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეები სამივე
ფაზაზე განმავითარებელი შეფასების მიზნით
იყენებენ ფერად შუქნიშნებს, რაც მასწავლებელს მყისიერი უკუკავშირის მიცემაში ეხმარება,
ასევე მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად იყენებს მაღალ სააზროვნო
უნარებზე გათვლილ შეკითხვებს. ხდება დაკვირვება
და
ჩანაწერის წარმოება ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკის მიხედვით.
|
სასწავლო რესურსები
|
პროექტორი, ფლეშკა, ლეპტოპი,
რესურსები ინტერნეტიდან, მათემატიკური პლაკატი, ბარათები ჯგუფესისათვის.
|
დანართი1.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ ამოცანების
ამოხსნა სხვადასხვა სახის.
გამოიყენონ მათთვის შექმნილი ინოვაციური რესურსი - „რეალობაში გაცოცხლებული მათემატიკური
ამოცანები“.
დანართი 2.
ფრონტალური კითხვები.
1.რა სახის
ამოცანებს ვიცნობთ?
2.რა გზებს ვიყენებთ ამოცანების ამოოხსნისას?
3.როგორ გამოსახულებას ეწოდება რიცხვითი
გამოსახულება?
დანართი3.
პროვოცირება.
„სად შეიძლება იქნას გამოყენებული
რიცხვითი გამოსახულებები?“( ახალი
მასალისათვის შემზადება) მოსწავლეები გამოთქვამენ
ვარაუდებს რა შემთხვევაში შეიძლება დასჭირდეთ რიცხვითი გამოსახულებები...
დანართი 4.
ასოციაციური რუკა.
დანართი 5.
ამოცანა1.წიგნების მაღაზიამ
ერთ დღეს 3945 წიგნი გაყიდა, მერე
დღეს 2037 , მესამე დღეს 3023, რამდენი წიგნი გაყიდა მაღაზიამ სამივე დღეს. რომელ დღეს გაიყიდა ყველაზე მეტი და რამდენი?
ამოცანა 2. გია
152 სმ სიმაღლისაა, მაკა 155სმ, ლევანი 162 სმ სიმაღლის. რამდენი სანტიმეტრით მაღალია ლევანი გიაზე?( რა მონაცემია
ზედმეტი)
ამოცანა 3. ორი რვეულის ღირებულება 10 ლარია
ანამმ ერთი წიგნი და ერთი რვეული იყიდა,
რვეულში გადაიხადა 5 ლარი, რა თანხა დახარჯა ანამ. ( მიუთითეთ რა ინფორმაციას დაამატებდით)
დანართი 6.
ჯგუფური მუშაობა.
ამოცანები ჯგუფური მუშაობისათვის
1.ვატომ მაისურში
21 ლარი და 80 თეთრი გადაიხადა, ლევანმა
5 ლარით მეტი . რა თანხა გადაიხადა
ლევანმა? ( გვ.25. N 17. 2 ნაწ)
2. 47 ლარსა
და 52 თეთრს გამოაკელით 35 ლარი და 85 თეთრი ( გვ 25. N 14.მე- 2 ნაწ)
3. ერთი ფანქარი
20 თეთრი ღირს , ერთი რვეული 40 თეთრი,
ერთი წიგნი 6 ლარი 50 თეთრი . ეკას 20 ლარი აქვს ეყოფა თუ არა ეს თანხა რვეულისა და
3 წიგნის საყიდლად? ( გვ.83. N 7. ნაწ. მე-3).?
მოსწავლეები მოახდენენ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას.
4. პაატას
438 ლარი აქვს, ნიკას - 6 ჯერ ნაკლები. ნიკას თანხა პაატას თანხაზე 365 ლარით ნაკლებია.რა
თანხა აქვს ნიკას ? ( გვ.83 N 8, ნაწილი მე - 3)
5.ამერიკელმა სპორტსმენმა
ორტერმა ოთხ ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი
ბადროს ტყორცნაში. პირველი ოლიმპიადა , რომელშიც მან გაიმარჯვა, 1956 წელს გაიმართა.
რომელ წელს ჩატარდა ბოლო ოლიმპიადა , რომელზეც ორტერმა გაიმარჯვა? ( გვ. 16 ; N 9; მე - 4 ნაწილი )
6. სანდროს ორი ძმა
ჰყავს - ზურიკო, რომელიც სანდროზე 4 წლით უფროსია , და გიორგი, რომელიც სანდროზე 5
წლით უმცროსია. რამდენი წლისაა გიორგი? ( გვ. 16; N10; მე-4 ნაწილი)
მოსწავლეები მოახდენენ
შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას
III ფაზა
დანართი 7.
რეფლექსია.
მოსწავლის
თვითშეფასების კითხვარი
სახელი გვარი
----------------------------------
ჯგუფის ნომერი ---------
1.
როგორ შევაფასებდი საკუთარ წვლილს ჯგუფური მუშაობისას?
ა) დაბალი ბ) საშუალო გ) მაღალი
2.
რამ მიიქცია
განსაკუთრებული ყურადღება ჯგუფში მუშაობისას?
3.
რამდენად დარწმუნებული
ვარ ჩემს ცოდნაში განხილული საკითხის შესახებ?
ჯგუფური მუშაობის შეფასების კრიტერიუმები.
კრიტერიუმები
|
ცუდად
|
საშუალოდ
|
კარგად
|
ძალიან კარგად
|
იცავენ
ჯგუფური
მუშაობის
წესებს
|
|
|
|
|
ჯგუფის
წევრები
თანაბრად
ინაწილებენ
ფუნქციებს
|
|
|
|
|
უსმენენ
ერთმანეთს
და
იზიარებენ
ერთმანეთის
მოსაზრებებს
|
|
|
|
|
ისმენენ
მასწ.
ინსტრუქციებს
და
თავს
ართმევენ
მოცემულ
დავალებებს.
|
|
|
|
|
ჯგუფი
წარმოაჩენს
მთავარ
აზრს
|
|
|
|
|
პრეზენტაციისას
იცავენ
დროის
ლიმიტს
|
|
|
|
|
დანართი 8.
საშინაო დავალება:
N
8. ამოცანების ამოხსნა
გვ.25 N16; 17; 24
N13
. ამოცანების ამოხსნა
( ამოცანები ზედმეტი მოცემულობით
)
გვ.84 N 7; 8
ამოცანების ამოხსნა
(ნაკლული მონაცემებით
)
გვ.17 N 5;
6
No comments:
Post a Comment